ძველი ლიტვა

06 ივლისი 2010 – 20 აგვისტო 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლიტველი მხატვრის მსტისლავ დობუჟინსკის (1875-1957)ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით "ძველი ლიტვა".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლიტვის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული მ.დობუჟინსკის 38 გრაფიკული და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 3 ნამუშევარი.
დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ლიტვის პეიზაჟების, ქალაქის ქუჩების, სახლებისა და ტაძრების ამსახველი ნამუშევრები. ასევე ეროვნულ მუზეუმში დაცული წიგნის და აფიშების ილუსტარციები.
მსტისლავ დობუჟინსკიმ თავდაპირველად სახელი თეატრის მხატვობით გაითქვა.ლიტვაში იგი სცენოგრაფიის ფუძემდებლად არის მიჩნეული. მას 40-მდე საოპერო დადრამატული სპექტაკლი აქვს გაფორმებული.მისი გაფორმებით სპექტაკლები და ოპერებიდაიდგა პარიზში, ლონდონში, რომში,ნეაპოლში, ბრიუსელში, კაუნასიში,მოგვიანებით კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტანოპერაში.
მიუხედავად წარმატებული სცენოგრაფიული კარიერისა დობუჟინსკი ყოველთვის დიდყურადღებას უთმობდა ქალაქებისა და პეიზაჟების ხატვას. თავის ნამუშევრეს იგი"ქალაქებისა და ბუნების ხედებს" უწოდებდა. მან თავის შემოქმედებაში, სხვაქალაქებთან ერთად, უკვდავყო ძველი ლიტვა.
დობუჟინსკი 1939 წლიდან გარდაცველებამდეცხოვრობდა ნიუ-იორკში. სხვადასხვა ქალაქებში_ რიგაში, ამსტერდამში, პარიზში, ბრიუსელში _მართავდა ექსპოზიციებს, სადაც პეტერბურგის,რომის, ჰელსინკის, კოპენჰაგენისა და სხვაქალაქთა გვერდით აჩვენებდა ვილნიუსისეკლესიებს, კაუნასის საკათედრო ტაძრისხედებს, ნემანის ნაპირებსა და ლიტვის პატარაქალაქებს.

გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტვის ხელოვნების მუზეუმი და ლიტვის საელჩო საქართველოში.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. გუდიაშვილის ქ. #1