ვერა ფაღავა თბილისში-წონასწორობა, მედიტაცია და სიჩუმე სამყაროს მოუსვენრობასა და შფოთში

14 სექტემბ. 2012 – 10 ნოემბერი 2012

ეროვნული გალერეა

2012 წლის 14 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საფრანგეთში მოღვაზე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენას.

ვერა ფაღავას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის საქართველოში პირველად გამოიფინება. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: ვერა ფაღავას სახელობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზემის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოში საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტი, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი".

გამოფენა 2012 წლის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11, (შესასვლელი ალექსანდეს ბაღიდან).