ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება

20 ოქტომბ. 2012 – 05 ნოემბერი 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2012 წლის 20 ოქტომბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ პროექტს ,,ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება", ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილ IV საერთაშორისო გამოფენას და საუბრებს ,,ფიროსმანის მაგიდასთან".

პროექტი პირველად 2006 წელს განხორციელდა და დღეს უკვე ტრადიციულად მასპინძლობს ქართული კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს.

გამოფენის იდეა და ორგანიზება ეკუთვნის გერმანელ მოქანდაკე ჰანს შაიბს. პროექტის მიხედვით, თითოეული მონაწილე თავად არის თანაორგანიზატორი, ცდილობს მოიზიდოს და ჩართოს პროექტში სხვა დაინტერესებული ადამიანები და ხდება ფიროსმანის შემოქმედების, ქართული კულტურის და ხელოვნების კეთილი ნების ელჩი.

თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ქართველი, გერმანელი, შვედი, რუსი, ებრაელი, იტალიელი და ამერიკელი ხელოვანების 100-ზე მეტი თანემედროვე ხელოვნების ნიმუში. ესენია: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ქანდაკება, ფოტო და საიუველირო ნაწარმი.

პროექტში მონაწილეობენ მხატვრები: თორნიკე აბულაძე, დავით ალექსიძე, ვახო ბუღაძე, კლაუს დენჰარდტი, მამუკა დიდებაშვილი, რუდოლფ დრაჰაიმი, ბინე ფელდი, ფრენკ საბინი, დიტერ გოელჩე, გრაფ პეტერი, ჰანს-ჰენდრიკ გრიმლინგი, ზეპა-პია ჰაგშსტრომი, პეტერ ჰერმანი, იურგენ. კ. ჰულტენრაიხი, ისაუს ბერლინ-მეტა, გოგა ჯაფარიძე, გურამ ხეცურიანი, ფრენკ ლამბერტცი, ნიკოლაი მაკაროვი, მაკლოვლა, რუდიგერ მოეგელინი, ქეთი ნადიბაიძე, თამრი ოხიტიანი, ფრენკ როედელი, ჰანს-ოტო შმიდტი, ინგე ჰ. შმიდტი, რაინჰარდ შტანგლი, გეზინე შტორკი, გერო ტროიკე, ლუკა ცეცხლაძე, ოტო ვაგნერი, რობერტ ვებერი, ოლაფ ვეგევიცი, მარტინ ვიგშსტრომი, კატარინა ვორინგი. მოქანდაკეები: ჰარი ბარონი, ერიკა ინგერი, ნენსი ლიოვენდალი, ვალტერ მოროდერი, ჰანს შაიბი, ვოლფგანგ ვოლფარტი, ფოტოგრაფები: მარიამ ამურველაშვილი, თინათინ კიღურაძე, ფრანკ როდელი, შუქის ინსტალაციის ავტორი: პაულ გოეშელი, იუველირი: ბორის კოელბეხერი.

პროექტის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პროექტმა ,,შეხვედრა ფიროსმანთან" უამრავ ხელოვანს გაუღვიძა ფიროსმანთან, ქართულ კულტურასთან დაახლოების სურვილი და ინტერესი. გაფართოვდა შემოქმედებითი კავშირები, განხორციელდა პერსონალური თუ ერთობლივი გამოფენები, ცალკეული პროექტები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველო-გერმანიის საზოგადოება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, დოიჩე ბანკი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი, სერგეი მავრიცკის ფონდი,

გამოფენა 2012 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).