- გამოფენები
- ჩატარებული გამოფენები
ალექსანდრე ბანძელაძე - საზღვრებს მიღმა
25 ივლისი 2012 – 10 სექტემბ. 2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოგიდგენთ მხატვარ ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“.
ალექსანდრე ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
გამოფენა ასახავს მხატვრის შემოქმედების განვითრების გზას 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე და გვაძლევს საშუალებას მივადევნოთ თვალი ძიებების კრეატიულ პროცესს - ბანძელაძის ინდივიდუალური, ვიზუალური ლექსიკონის ევოლუციას.
გამოფენა 2012 წლის 10 სექტემბრამდე გასტანს.
მისამართი: რუსთაველის გამზირი 11.