ილია და კირილე ზდანევიჩები

08 ოქტომბ. 2009 – 30 ნოემბერი 2009

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილია``კლუბ ილიაზდი``-ს პრეზიდენტის ფრანსუა მერესა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული ძმები ზდანევიჩების 50-მდე ნამუშევარი, რომელთა ნაწილი საქართველოში არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი.
დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ილიაზდის (ილიას) უნიკალური შავ მუშამბის ყდიანი დღიური, რომელშიც აღწერილია ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის ისტორია; ასევე, მისი საავტორო (ხელით შექმნილი) წიგნის გვერდები, ილუსტრაციები, შანელის სახლისთვის შექმნილი ესკიზები, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრის გეგმები. კირილე ზდანევიჩის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, საარქივო მასალა _ აფიშები, გაზეთები...., ექვიმე თაყაიშვილის წერილი ილიაზდისადმი 20-იან წლებში მიწერილი და სხვა.
გარდა კირილე და ილია ზდანევიჩების შემოქმედების მნიშვნელოვნელობისა ქართული ხელოვნებისთვის, მათი ღვაწლი უსაზღვროდ დიდია გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის აღმოჩენისა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში. ძმები ზდანევიჩები ფიროსმანის ნამუშევართა პირველი კოლექციონერები იყვნენ.
პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი საფრანგეთის საელჩო საქართველოში, და ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი