- გამოფენები
- ჩატარებული გამოფენები
საბჭოთა ოკუპაცია
19 აპრილი 2012 – 22 ოქტომბ. 2022
საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991 წწ.) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალები: ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის რეპრესირებულ მოღვაწეთა უნიკალური საბუთები, გადასახლებისა და დახვრეტის ბრძანებები, 1922-1924 წლებში დახვრეტილ მამულიშვილთა სიები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველი სხვა არტეფაქტები.
ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიას და საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ მამულიშვილთა ხსოვნას.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.