- გამოფენები
- სამომავლო გამოფენები
ჯემალ ჯაფარიძე. რეტროსპექტივა
13 აგვისტო 2022 – 01 სექტემბ. 2022
მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე დაიბადა 1932 წელს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ შექმნა მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით.
1960 წლიდან მოყოლებული, ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები იფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მოქანდაკე მუშაობს მომუმენტური, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ჟანრში - ქვის, ლითონისა და ხის მასალაში. მოქანდაკის შემოქმედების მთავარი მოტივებია დედა-შვილობა, ამორძალები, ოჯახი, მითოლოგიური პერსონაჟები და ქალთა პორტრეტული გამოსახულებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 22 სკულპტურული ნამუშევარი. მათ შორის: თამარ მეფე, მეომარი ქალები, მშვილდოსანი ქალი, ლალი თევზაძის პორტრეტი და სხვა.
გამოფენის კურატორი მამუკა ჯაფარიძე
გამოფენის გახსნა: 13 აგვისტო, 2022 | 16:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 13 აგვისტო - 1 სექტემბერი, 2022
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.