როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა

12 აგვისტო 2022 – 31 აგვისტო 2022

ეროვნული გალერეა

როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა  არტისტის განვლილ შემოქმედებით გზას წარმოაჩენს.  ხელოვანის მოღვაწეობა  ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით: სახვითი ხელოვნება, მუსიკა, პერფორმანსი, ლიტერატურა, ვიდეოარტი... მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, წარმატებულია  ხელოვანის  მუსიკალური გამოსვლები... აღსაღნიშნია, რომ როლანდ შალამბერიძე  მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც თვითონ ქმნის. 

როლანდ შალამბერიძე  დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ  ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან  მერაბ ამაღლობელთან ერთად  მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში... 2002 წელს  ბრუნდება პეტერბურგში. 

2001 წელს მან შექმნა ბენდი, სახელწოდებით „WHITE OUT”. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ ცნობილი სანქტ-პეტერბურგელი მუსიკოსები.  როლანდ შალამბერიძე არის დამფუძნებელი მიმდინარეობისა “UPPERGROUND”, რომელიც პრინციპიალურად საპირწონეა “UNDERGROUND“-ის. ამჟამად მუშაობს სანკტ-პეტერბურგში არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“ -სა და თბილისის პირად სტუდიაში.

გამოფენის გახსნის დღეს დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს მუსიკალურ პერფორმანსს ჯგუფ White Out-ის ცოცხალი შესრულებით.

გამოფენის კურატორია ხვიჩა დოღონაძე.

გამოფენის გახსნა: 12 აგვისტო, 2022 | 16:00 

გამოფენის ხანგრძლივობა: 12 აგვისტო - 31 აგვისტო, 2022 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.