კონკურსის „გიგო გაბაშვილის საიუბილეო გამოფენის მოწყობა ეროვნულ გალერეაში“ შედეგი

ეროვნული გალერეა

კონკურსის „გიგო გაბაშვილის საიუბილეო გამოფენის მოწყობა ეროვნულ გალერეაში“ შედეგი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გამოცხადებული კონკურსში „გიგო გაბაშვილის საიუბილეო გამოფენის მოწყობა ეროვნულ გალერეაში“ კომისიამ რეკომენდაცია მისცა მზია ჩიხრაძის კურატორულ პროექტს „გიორგი (გიგო) გაბაშვილის ხელოვნება - წარმოსახვა და რეალობა“.

მზია ჩიხრაძე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1988 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევს ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო საგრანტო სამეცნიერო კვლევით პროექტში, მათ შორის:

2006-2007 წლებში იყო აშშ-ს იელის უნივერსიტეტის ვიზიტორი მეცნიერი;

2008 წელს იყო ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ვიზიტორი მეცნიერ-თანამშრომელი; 

2009-2010 წლებში იყო აშშ-ს ფულბრაიტის სამეცნიერო კვლევითი პროგრამის მონაწილე;

2011-2013 წლებში გახლდათ ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი (კურსი – „მოდერნიზმი ევროპის პერიფერიაზე: ქართული მოდერნიზმი კულტურათა გზაჯვარედინზე”);

2014-2016 წლებში იყო მიწვეული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში;

2015 წლიდან არის მიწვეული პროფესორი თავისუფალ უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლაში.

მზია ჩიხრაძე არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სამეცნიერო პროგრამის მონაწილე, მათ შორის, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდმენტური კვლევების პროგრამის კვლევთი პროექტის  “ინტეგრაცია და იდენტობა”, სამეცნიერო ხელმძღვანელი (2016-2019). მისი სამეცნირო-კვლევითი შრომების თემატიკა მოიცავს თანამედროვე ქართული და დასავლური ხელოვნების საკითხებს.

მზია ჩიხრაძე ასევე გახლავთ მრავალი საერთაშორისო გამოფენის კურატორი. “თბილისი-მოსკოვი-პარიზი-ნიუ იორკი, 1910-1935” კურატორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტი, 2013; “ქართული მოდერნიზმი/თბილისური ავანგარდი” კურატორი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი, 2010; “ფანტასტიკური სამიკიტნო/თბილისური ავანგარდი”, კესი კაპლანის გალერეა, ჩელსი, ნიუ იორკი, 2009; “თბილისი-მოსკოვი-პარიზი, 1910-1920” თანაკურატორი, ბაია გალერეა, თბილისი, 2005; და სხვ.