ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია

02 ნოემბერი 2021 – 02 ნოემბერი 2022

ეროვნული გალერეა

2 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციას.

ექსპოზიციისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 20 ნამუშევარი შეირჩა, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს. განახლებულ ექსპოზიციაში მხატვრის საყოველთაოდ პოპულარულ ნამუშევრებთან ერთად, როგორებიცაა ჟირაფი, მარგარიტა და ა.შ., ასევე, გამოიფინება ის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც ბოლო ხანს ექსპონირებული არ ყოფილა.

გამოფენაზე დამთვალიერებელი აგრეთვე იხილავს ილია ზდანევიჩის მიერ1972 წელს პარიზში გამოცემულ წიგნს ნიკო ფიროსმანის შესახებ, რომლისთვისაც პაბლო პიკასომ შექმნა ფიროსმანის პორტრეტი.

ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალა.

კურატორი: მაკა ბეჟუაშვილი
თანაკურატორი: ანა ჟვანია

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.