თიხის ჭურჭელი

18 მაისი 2020 – 18 მაისი 2021

სახალისო ციფრული რესტავრაცია

ეს თიხის ჭურჭელი დაახლოებით 8000 წლისაა, ის არუხლოს გორაზე, უძველეს ნამოსახლარზეა აღმოჩენილი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კერამიკის ნივთები ძირითადად დამტვრეულია და მრავალი ფრაგმენტის სახით არის შემორჩენილი. რესტავრატორები გულდასმით აკვირდებიან დეტალებს და ხანგრძლივი შრომის შემდეგ ახერხებენ ნივთის პირვანდელი ფორმის აღდგენას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ სახალისო თამაშს “ციფრული რესტავრაცია“.

შეგიძლიათ ციფრულ ფორმატში თავად აღადგინოთ უძველესი თიხის ჭურჭელი.

წესები ძალიან მარტივია: პირველად კურსორით მონიშნეთ – დააწკაპუნეთ ფრაგმენტი, შემდეგ დააწკაპუნეთ იმ კვადრატში, სადაც გსურთ რომ განთავსდეს შერჩეული დეტალი.

ჩამოტვირთე თამაში და გახსენი ფაილი MuseumProject.exe

*თამაში მორგებულია Windows-ის პროგრამაზე. 

თამაშის შემქმნელი: ჯაბა მახარაშვილი