- განათლება
- პედაგოგებისთვის
მუზეუმის პროგრამა დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი პედაგოგების, მოსწავლეების და სტუდენტების მხარდასაჭერად, გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს მუზეუმის გამოფენების მიხედვით.
პედაგოგებს თავისუფალი წვდომა აქვთ ჩვენი სპეციალისტების მიერ მომზადებულ სასწავლო მასალაზე. ასევე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის გამოფენების ნახვა ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი.
18 მაისიდან საშუალება გეძლევათ აირჩიოთ ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამიდან თქვენთვის საინტერესო თემა და ჩაეწეროთ თქვენს კლასთან ერთადონლაინ გაკვეთილზე, რომელიც Zoom-ის პლატფორმაში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში მუზეუმის სპეციალისტები მოგიყვებიან კავკასიის ბუნების, არქეოლოგიური აღმოჩენების, შუა საუკუნეების ხელოვნების, ტრადიციული სამოსისა და იარაღ-საჭურველის, საბჭოთა ეპოქის, ქართული მხატვრობის და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
იხილეთ ვირტუალური შეხვედრების განრიგი.
გაკვეთილებზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ზაალიშვილი 599501125; zaalishvilitamuna1978@gmail.com
*Zoom შეხვედრის ბმულს მიიღებთ თქვენს ელ. მისამართზე გაკვეთილის დაწყებამდე 1 საათით ადრე.