ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში

12 მაისი 2020
Share

გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა დამხმარე სასწავლო მასალა, რომელიც გერმანული ენის პედაგოგებს საშუალებას მისცემს ჩაატარონ სახალისო, ინტერაქტიული გაკვეთილები მუზეუმის ექსპოზიციასა და კოლექციაზე დაყრდნობით.  

მასალაზე დაყრდნობით შეგიძლიათ იმსჯელოთ ძალაუფლების რაობაზე, მის რეალობასა თუ მოჩვენებითობაზე, სტატუსის განმსაზღვრელი სიმბოლოების მნიშვნელობასა და მათ სახეცვლილებაზე უხსოვარი დროიდან დღემდე.

იხილეთ სრულად.