ისტორიის მასწავლებლის სახელმძღვანელო-გზამკვლევი

13 მაისი 2020
Share

ექსეტერის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ, მასწავლებლებისთვის შემუშავებული დამხმარე მასალა საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ შემეცნებითი ექსკურსია, გაეცნოთ მცხეთასა და მის შემოგარენში შედარებით ნაკლებადცნობილ არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ძეგლებს.

ისტორიის მასწავლებლის ეს სახელმძღვანელო-გზამკვლევი შექმნილია მცხეთისა და მისი შემოგარენის მდიდარი ისტორიული წარსულის გასაცნობად. იგი შეეხება ამ რეგიონში არსებულ ძეგლებს - ძალისას მუზეუმ-ნაკრძალს, სამთავროს სამაროვანს, წილკნისა და ანტიოქიის ეკლესიებს. ის განკუთვნილია აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთდღიანი ექსკურსიის მარშრუტის დასაგეგმავად. მასში მოცემული ცალკეული განმარტების გამოყენება შესაძლებელია უფრო მცირე - ერთ ან ორსაათიანი ექსკურსიებისთვისაც.