- განათლება
- პედაგოგებისთვის
დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მუზეუმის ინსტიტუცია გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სკოლებისათვის.
ეროვნული მუზეუმი სპეციალურად პედაგოგებისთვის პერიოდულად ამზადებს დამხმარე მასალას, რაც მათ ეხმარება სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქტიული.
აღნიშნული მასალა შექმნილია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე ,,საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე" დაყრდნობით და განკუთვნილია 8-11 წლის მოსწავლეებისთვის.