დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - წარწერები და გამოსახულებები შუა საუკუნეების საქართველოში

13 მაისი 2020
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მუზეუმის ინსტიტუცია გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სკოლებისათვის.

ეროვნული მუზეუმი სპეციალურად პედაგოგებისთვის პერიოდულად ამზადებს დამხმარე მასალას, რაც მათ ეხმარება სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქტიული.

აღნიშნული მასალა შექმნილია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე ,,შუა საუკუნეების საგანძური" დაყრდნობით და განკუთვნილია 8-11 წლის მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ სრულად.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ  /  გამოფენის 3D ტური