დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის - ქვის ხანა საქართველოში

13 მაისი 2020
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მუზეუმის ინსტიტუცია გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სკოლებისათვის.

ეროვნული მუზეუმი სპეციალურად პედაგოგებისთვის პერიოდულად ამზადებს დამხმარე მასალას, რაც მათ ეხმარება სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქტიული.

აღნიშნული მასალა შექმნილია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე ,,ქვის ხანის საქართველო" დაყრდნობით. ეს გამოფენა წარმოგვიდგენს უძველეს ადამიანებს – დღევანდელი ადამიანის წინაპრებს და ჩვენი პლანეტის სხვა უძველეს ბინადრებს.

ამ გაკვეთილის მიზანია, წარუდგინოს 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უძველესი ადამიანებისა და მათი მონათესავე სახეობების შესწავლასთან დაკავშირებული მოსაზრებები.

იხილეთ მასალა.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ  /  გამოფენის 3D ტური