ახალი ამბები

19 მაისი 2022

საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე: XVI-XIX საუკუნეები

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი სორდიას პროექტს - „საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე: XVI-XIX საუკუნეები".    
19 მაისი 2022

ოსკარ შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ საქართველოში პოლიტიკური კარიკატურის ფუძემდებლის, ოსკარ შმერლინგის ნამუშევრების გამოფენას.    
11 მაისი 2022

პროგრამა "კრისტოფორო კასტელი და საქართველო"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროგრამას - „კრისტოფორო კასტელი და საქართველო". პროგრამა ხორციელდება ამავე სახელწოდების გამოფენის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.    
10 მაისი 2022

„მხატვარი და ეპოქა: შალომ კობოშვილი 145“ - გამოფენა სიღნაღის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მხატვარი და ეპოქა". 
10 მაისი 2022

გამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“

რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.
11 აპრილი 2022

„მედეას ბურკა“ - ინსტალაცია-პერფორმანსი

ინსტალაცია-პერფორმანსი - „მედეას ბურკა“ - წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე, ბერძენი დრამატურგის ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონო პიესას. მედეა დევნილია, მისი ბურკა კი მის იდენტობას და ინდივიდუალობას ერწყმის.
08 აპრილი 2022

"კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

2022 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე გიწვევთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დოკუმენტური ფილმის - ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" ჩვენებაზე.    
07 აპრილი 2022

2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი წარმოგიდგენთ 2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას.სესია გაიმართება 11-21 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.
01 აპრილი 2022

„ნეანდერტალელები საქართველოში" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

2022 წლის 5 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში" ჩვენება.