ადრეული თავის ქალა დმანისიდან - სტატია ახალი კვლევების შესახებ ჟურნალში "Journal of Human Evolution"

04 აპრილი 2022
Share

დმანისის თავის ქალის ახალი კვლევებით ვიგებთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში ან სხვა ჯგუფებთან დაპირისპირება, ხდებოდნენ თუ არა ავად და იყვნენ თუ არა ისეთი საშიში მტაცებლების მსხვერპლნი, როგორიცაა ლომი და გიგანტური აფთარი - ამ ყველაფერზე და ადრეული ჰომინინების ცხოვრებაზე წაიკითხავთ დმანისის გუნდის ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution".

სრული სტატია: An ancient cranium from Dmanisi: Evidence for interpersonal violence, disease, and possible predation by carnivores on Early Pleistocene Homo

ავტორები: ანა მარგველაშვილი, მართა ტაპენი, ფილიპ რაიტმაიერი, ნიკოლოზ წიქარიძე, დავით ლორთქიფანიძე