დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა - სტატია ჟურნალში "Journal of Human Evolution"

30 იანვარი 2022
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution" გამოქვეყნდა სტატია „დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა".   

კვლევითმა ჯგუფმა შედარებითი სტატისტიკური მეთოდების მეშვეობით ადრე პლეისტოცენის აფრიკისა და ევრაზიის ნამარხ ძუძუმწოვართა ჯგუფებს შორის ზოოგეოგრაფიული კავშირები გამოიკვლია. კვლევის შედეგებმა მკაფიოდ განსაზღვრა დმანისის განამარხებულ დიდ ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული ადგილი ადრეპლეისტოცენურ ფაუნაში და ზოგიერთი ტაქსონომიური ჯგუფის რეგიონალური წარმოშობის საკითხს მოჰფინა ნათელი. კვლევით დადგინდა დმანისის ნამარხების კავშირი სამხრეთ დასავლეთ ევროპის შედარებით მოგვიანო ფაუნისტურ ჯგუფებთან. კვლევის თანახმად დმანისი და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ბიოგეოგრაფიული გზაჯვარედინის როლს თამაშობდა, აზიიდან და აფრიკიდან დასავლეთ ევროპისაკენ დიდი ზომის ძუძუმწოვართა ტაქსონების, მათ შორის ადრეული ჰომინინების გავრცელებაში.

სტატიის ავტორები არიან:
სავერიო ბარტოლინი-ლუჩენტი - ფლორენციის უნივერსიტეტი (იტალია)
ომარ ჩირილი 
- ფლორენციის უნივერსიტეტი (იტალია)
ლუკა პანდოლფი 
- ფლორენციის უნივერსიტეტი (იტალია)
რეიმონდ ლუის
 ბერნორი ჰოვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
მაია ბუხსიანიძე 
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი (საქართველო)
ფრანჩესკო კაროტენურო 
- ნეაპოლის უნივერსიტეტი (იტალია)
დავით ლორთქიფანიძე 
საქართველოს ეროვნული მუზეუმი (საქართველო)
ნიკოლოზ წიქარიძე 
საქართველოს ეროვნული მუზეუმი (საქართველო)
ლორენცო რუკი 
- ფლორენციის უნივერსიტეტი (იტალია)

კვლევა გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სმითსონიანის ინსტიტუტის მხარდაჭერით.