სამეცნიერო პროექტები

11 ივლისი 2016

ქართულ-ავსტრალიური არქეოლოგიური კვლევები საქართველოში

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობა მრავალი წელია მიმდინარეობს. არქეოლოგიაში ქართულ-ავსტრალიური კვლევების (GAIA) ფარგლებში საველე სამუშაოები ხორციელდება 2009 წლიდან. თავდაპირველად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სამთავროს ველზე და ქალაქ მცხეთის მიდამოებში. 
20 ივნისი 2016

არქეოლოგიური კვლევა ნეკრესის ნაქალაქარის დიდ ბაზილიკაზე

2016 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაახლა კვლევები ქალაქ ყვარლის მახლობლად, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად "დოლოჭოპის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ეს არის ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, კავკასიის მიწის ქვეშ შემონახულ ქრისტიანულ ბაზილიკათაგან ჯერჯერობით უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალი. 
16 ივნისი 2014

როტშილდის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16 ივნისს საქართველოში ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლები სოფი ჰირთსი და ჯეკ ლოჰმანსი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
02 ივნისი 2014

საყდრისის მაღაროების საიდუმლო

ქვემო ქართლში, საყდრისში, მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერა აღმოჩნდა, სადაც ძვ.წ. IV ათასწლეულიდან იწყება ოქროს სამთო წესით მოპოვება. არქეოლოგიური კვლევები საყდრისში სენსაციური აღმოჩნდა. იგი შეფასდა როგორც მსოფლიოში ოქროს სამთო წარმოების უძველესი ძეგლი, რის შედეგადაც 2006 წელს საყდრისი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა შეტანილი. ძეგლზე 15-ზე მეტი გვირაბი და სამუშაო მოედანი გამოვლინდა, ის ადგილები, სადაც უშუალოდ ხდებოდა მოპოვებული ოქროს მადნების პირველადი დამუშავება.
20 მაისი 2014

ჯავახეთის ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო (ქართულ-ფრანგული) ექსპედიცია

ჯავახეთი, ქვის ხანის შესწავლის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. რეგიონი მდიდარია მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული ობსიდიანით, იგივე ვულკანური მინით, რომელიც საუკეთესო ნედლეულია ქვის იარაღების დასამზადებლად, რის გამოც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს წინაპრებში.
20 მაისი 2014

არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევა ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე - გადაჭრილ გორაზე (ქართულ-ფრანგული პროექტი)

საქართველოს ეროვნულ მუზეუმმა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულმა ცენტრმა (CNRS), 2012 წელს დაიწყო ახალი ერთობლივი პროექტი - LIA (Laboratory International Associate) - GATES project (2012-2015 წ.წ.). 
20 მაისი 2014

ნოქალაქევის მრავალფენიანი ნამოსახლარი (ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა)

ნოქალაქევის მრავალშრიანი ნამოსახლარის კვლევაა მიზანი ქართულ-ბრიტანული  არქეოლოგიური ექსპედიციისა, რომლის ქართულ მხარეს, ისტორიის მეც. დოქტორი, პროფესორი დავით ლომიტაშვილი წარმოადგენს, ხოლო ბრიტანულს - პროფესორი, ისტორიკოსი, იან კოლვინი.
20 მაისი 2014

არუხლოს ნეოლითური გორანამოსახლარი – ქართულ-გერმანული კვლევა

უკანასკნელ პერიოდში ,,ნეოლითური რევოლუციის ფენომენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ,,ნეოლითური რევოლუცია" ანუ მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა ხანგრძლივი პერიოდის მომცველია და ამ პროცესის შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია.
20 მაისი 2014

ქართულ-ავსტრალიური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

ქართულ-ავსტრალიური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია საველე სამუშაოებს 2009 წლიდან აწარმოებს. თავდაპირველად არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სამთავროს ველზე და ქალაქ მცხეთის მიდამოებში, ხოლო 2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთში _ სოფ. ჭობარეთთან არსებულ ნამოსახლარ ბორცვზე.    
20 მაისი 2014

წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

„სამხრეთ კავკასიის შუა და ზედა პალეოლითური ძეგლების დათარიღებისათვის"  - ასეთია სახელწოდება  იმ საერთაშორისო, ქართულ-ირლანდიური ერთობლივი სამეცნიერო ხელშეკრულებისა, რომელიც 2012 წელს დაიდო (პროექტის ხანგრძლივობა 2017 წლის ჩათვლით განისაზღვრა).