სამეცნიერო პროექტები

24 ივლისი 2020

მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი საგრანტო პროექტი „მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები’’ (# 217128) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და წარმოადგენს ფუნდამენტური ანგარიშის ელექტრონულ ვერსიას. 
08 აპრილი 2020

ჰომო ანტესესორის კბილის პროტეომი - სტატია „Nature”-ში

მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია უძველესი ადამიანების კბილში შენარჩუნებული პროტეომების (ცილების) შესახებ. 
05 დეკემბერი 2019

„დმანისელი დათვები და ადამიანის განსახლება აფრიკის გარეთ" - სტატია „Nature"-ში

„დმანისელი დათვები და ადამიანის განსახლება აფრიკის გარეთ" - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ესპანური კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კვლევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ „Nature"-ის „Scientific Reports"-ში.     
05 ოქტომბერი 2019

ნეკრესის ნაქალაქარზე უძველესი ქრისტიანული სატაძრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა გრძელდება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია 2006 წლიდან მოყოლებული იკვლევს ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროსთან აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის დიდ სატაძრო კომპლექსს. ეს მიდამოები ანტიკურ ეპოქასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ქალაქ ნეკრესის უბანს წარმოადგენდა, ამჟამად კი მას ნასოფლარ დოლოჭოპს უწოდებენ.    
12 სექტემბერი 2019

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოჩნდა

დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. 
26 აგვისტო 2019

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.    
13 აგვისტო 2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია რაბათის ნამოსახლარზე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევებს ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, ადგილ რაბათზე.
07 აგვისტო 2019

50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო ცუცხვათის მღვიმოვანში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს.
16 ნოემბერი 2016

მდინარე ხანისწყალთან აღმოჩენილი სეპტარიები

2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი "განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების" წარმოშობის დასადგენად. 
14 ნოემბერი 2016

აღმოჩენა სოფელ მატანთან

ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან ახლოს პრეისტორიული ცხოველის ნაშთები აღმოჩნდა. 
10 აგვისტო 2016

ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

ქარელის რაიონში „დედოფლის გორაზე" უკვე მეოთხე სეზონია მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულის - ახ.წ. VI საუკუნით დათარიღებულ მრავალფენიან ძეგლს შეისწავლის.