- კვლევა
- სამეცნიერო პროექტები
სამეცნიერო პროექტები
04 აპრილი 2022
ადრეული თავის ქალა დმანისიდან - სტატია ახალი კვლევების შესახებ ჟურნალში "Journal of Human Evolution"
დმანისის თავის ქალის ახალი კვლევებით ვიგებთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში ან სხვა ჯგუფებთან დაპირისპირება, ხდებოდნენ თუ არა ავად და იყვნენ თუ არა ისეთი საშიში მტაცებლების მსხვერპლნი, როგორიცაა ლომი და გიგანტური აფთარი - ამ ყველაფერზე და ადრეული ჰომინინების ცხოვრებაზე წაიკითხავთ დმანისის გუნდის ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution".
30 იანვარი 2022
დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა - სტატია ჟურნალში "Journal of Human Evolution"
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution" გამოქვეყნდა სტატია - „დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა".
09 სექტემბერი 2021
ოროზმანის ძეგლი - აფრიკის კონტინენტის გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.
03 აგვისტო 2021
დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე, პრეისტორიული გარეული ძაღლიც აღმოაჩინეს
სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოში, დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე აღმოჩენილი კბილისა და ყბის ფრაგმენტების შესახებ, რომლებიც ძაღლისებრთა გადაშენებულ სახეობას — ევრაზიულ მონადირე ძაღლს ეკუთვნის. ეს ამ სახეობის უძველესი ნიმუშია აქამდე აღმოჩენილ განამარხებულ ნაშთებს შორის.
21 ივლისი 2021
საწურბლიას მღვიმის ნიადაგში 25 000 წლის წინანდელი ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაიშიფრა
საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology“ გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში (დას. საქართველო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა “shotgun” მეთოდით.
15 ივლისი 2021
არქეოლოგიური აღმოჩენები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდის მიერ, ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარი გამოვლინდა.
14 ივნისი 2021
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები
ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები" (FR-18-739). პროექტის ფარგლებში, ინტეგრირებული (სახელოვნებათმცოდნეო-ტექნიკური) კვლევა საქართველოში პირველად ჩაუტარდა ევროპული მხატვრობის ნიმუშებს, მათ შორის ბერნარდო დადის, პაოლო ვენეციანოს, ლუკას კრანახ უფროსისა და პიტერ პაულ რუბენსის (სახელოსნოს) ნამუშევრებს. სახელოვნებათმცოდნეო და ტექნიკური კვლევა გაანალიზდა და ინტეგრირდა შესაბამისი საერთაშორისო კვლევებისა და ბაზების მონაცემთან კონტექსტში. 2021 წელს, კვლევის შედეგად, გამოიცა წიგნი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები".
08 ივნისი 2021
სამეცნიერო ფილმი "ცხოვრება 5300 წლის წინანდელ საქართველოში"
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლბის ფარგლებში, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ინგა მარტყოფლიშვილმა გადაიღო ფილმი.
12 აპრილი 2021
"ადრეული Homo-ს პრიმიტიული ტვინი" - სტატია ჟურნალ Science-ში
მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სტატია The Primitive Brain of Early Homo (ადრეული Homo-ს პრიმიტიული ტვინი). სტატიაში, რომლის ავტორებიც შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ის, ისრაელის, ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენენ, გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა (იავა, ჩინეთი) და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება.
04 მარტი 2021
სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დინა კოჟევნიკოვა-გუგუშვილის არქივი.
11 დეკემბერი 2020
მრვალფეროვანი სიბრძნე - ერმინე მაღრაძის სამეცნიერო კვლევა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, ერმინე მაღრაძის ფილმში წარმოდგენილია ეროვნულ მუზეუმში დაცული ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრისათვის საჭირო, ფერადი, დეკორატიული მინის შექმნისა და განვითარების ისტორიული სურათი. აღნიშნული სურათი აღდგენილია ერმინე მაღრაძის სამეცნიერო კვლევის შედეგების საფუძველზე.
26 აგვისტო 2020
არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ქართლში
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.