მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენა

21 ნოემბერი 2022
Share

 

25 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მხატვრის ოჯახის, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.

მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა სოთბის აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.

გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 25 იანვრამდე.