ეროვნული მუზეუმის გამარჯვებული პროექტები ფუდამენტური კვლევების კონკურსში

31 იანვარი 2022
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა მიერ მომზადებულმა ცამეტმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა გრანტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში.

გამარჯვებული პროექტები:ხე

  • კაჟის ბუნებრივი გამოსავლები მდ. ყვირილას აუზში და ადამიანის მიერ მათი გამოყენება პალეოლითურ ხანაში (იმერეთი, დასავლეთ საქართველო) 
  • პრიმატების შემცველი ელდარის წყების დათარიღება და მტკვრის შუა ნამარხ ხერხემლიანთა უძველესი ფაუნები 
  • ,,სხვა" დმანისის ისტორია: არაბობიდან ქართულ რეკონკისტამდე (VII-XII საუკუნეების დმანისის ისტორიისა და კულტურის ინტერდისციპლინური კვლევა ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მიხედვით) 
  • ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები) 
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყაჯარული დაზგური ფერწერის ნიმუშების ინტეგრირებული კვლევები 
  • ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ფრაგმენტებით გაცოცხლებული ისტორია 
  • ქართული ეპიგრაფიკული ნიმუშები (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან) 
  • ფერადოვანი პრეისტორია 
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნეების ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა 
  • შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტის მულტიდისციპლინური კვლევა, ორთვალა მღვიმის მაგალითზე 
  • მძივი, როგორც სოციალური მარკერი: ბრილის სამაროვნის მასალების მიხედვით 
  • სამკაული IV-XIX საუკუნეების საქართველოში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები)
  • ადრეული ტაძრიდან კომპლექსურ საზოგადოებამდე: ახალი ინტერპრეტაციები და პერსპექტივები ბერიკლდეების ნამოსახლარიდან 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და არაერთი ახალი შესაძლებლობისთვის.