მთის ბროლის დრუზა ყაზბეგიდან

30 იანვარი 2022
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგიური კოლექციების ერთ-ერთი უძველესი ექსპონატია მთის ბროლის დრუზა ყაზბეგიდან. ის 1855 წელს, კავკასიის მუზეუმის საბუნებისმეტყველო კაბინეტს შემოსწირა მწერალმა, გაზეთ „კავკაზის" რედაქტორმა და გამომცემელმა (1854-1856 წწ.) ე. ა. ვერდერევსკიმ. 

ექსპონატი კავკასიის მუზეუმში რამდენჯერმე იყო გამოფენილი. ახლა კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების ექსპოზიციას ამშვენებს.   

1881 წლის ექსპოზიცია. ფოტო: ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია

1937 წლის ექსპოზიცია

 

ავტორი: რუსუდან ჩაგელიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი 

#მუზეუმისუცნობიკოლექცია