კურატორის ტური: მხატვარი და ეპოქა - შალომ კობოშვილი 145

10 იანვარი 2022
Share

13 იანვარს, 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შალომ კობოშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ებრაული კულტურის და შალომ კობოშვილის შემოქმედების მკვლევართან, ლელა წიწუაშვილთან.

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
*რაოდენობა შეზღუდულია კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით

მუზეუმის ბილეთი: ზრდასრული - 15 ლარი;
მოსწავლე/სტუდენტი/პენსიონერი - 50 თეთრი, პედაგოგი - 1 ლარი.
მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
*ტურის მონაწილე შეძლებს მუზეუმში მიმდინარე ყველა დროებითი თუ მუდმივმოქმედი გამოფენის დათვალიერებას

ვრცლად გამოფენის შესახებ
რეკომენდაციები ვიზიტისას 

#კურატორისტური