დავით IV აღმაშენებლის მონეტის გამოფენა

30 დეკემბერი 2021
Share

30 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენაზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს მეფე დავით IV (1089-1125) აღმაშენებლის სპილენძის მონეტა, რომელიც სულ ახლახანს შეემატა მუზეუმის კოლექციას. მონეტა მოჭრილია 1118 წელს, მეფე დავითის მიერ, აღმოჩენილია საქართველოში.

მეფე დავითი პირველი ბაგრატიონია, რომელმაც თავისი თავი გამოსახა მონეტაზე. 

#მოდიმუზეუმში სამშაბათი - კვირა | 10:00-17:30
მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.
დასწრება თავისუფალია! 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თანამშრომლობისთვის.