საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება

01 დეკემბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში წარდგენილ 9 პროექტში მიიღეს გრანტი.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერები კვლევებს განახორციელებენ შემდეგი პროექტების ფარგლებში: "დმანისელი ჰომინინების პირის აპარატი", “სამხრეთ საქართველოს ყორღანები", "ქართული სამოსის ისტორია V-XVIII სს.", “სოციო-კულტურული ცვლილებები ასახული პირის ღრუს ჯანმრთელობაზე: საქართველოს ტერიტორიაზე შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის პირის ღრუს მიკრობიომას შედარებითი ანალიზი", "მინის სამკაულის ადრეული ნიმუშები კოლხურ კულტურაში: მულტიდისციპლინარული კვლევა ცაიშის სამაროვნის მასალების მიხედვით", "ნადირობის სცენები და ზოდიაქოს ნიშნები შუა საუკუნეების ქართულ რელიეფურ ქანდაკებაში", "შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის ურბანული სტრუქტურა და მოსახლეობის ეთნიკურ-კონფესიური შემადგენლობა", "ძვირფასი ლითონების ფონდის პირველი კოლექციები კავკასიის მუზეუმიდან - ინტერდისციპლინარული კვლევა", "მაკრო იარაღების ინტერდისციპლინარული კვლევა და ეკონომიკის რეკონსტრუქცია (საქართველოს რომაულ-ნეოლითის ხანის ხელსაფქვავების მიხედვით".

ვულოცავთ თითოეულ მეცნიერს ამ დიდ წარმატებას!