უშანგი ხუმა - ფოტოგამოფენა ,,ენიგმა"

30 ნოემბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ აბსტრაქციონისტი მხატვრის, უშანგი ხუმარაშვილის (უშანგი ხუმა) გამოფენას „ენიგმა“, რომლითაც ხელოვანი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება როგორც ფოტოგრაფი.

უშანგი ხუმარაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, 1967-1973 წლებში. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში შედგა. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა. ჯგუფური გამოფენებიდან, მნიშვნელოვანია „შეხვედრა ფიროსმანთან“ (თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად), თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2006; საერთაშორისო ბიენალე, განჯა, აზერბაიჯანი, 2006; “N” გალერეა, თბილისი 1998; საერთაშორისო ბიენალე „ჩრდილში“, თბილისი 1996.

უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნა: 2 დეკემბერი, 2021 | 17:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 2-11 დეკემბერი, 2021
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.