მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ - გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

26 ნოემბერი 2021
Share

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“. გამოფენასთან ერთად გაიმართება იუნუს ემრეს პოეზიის ქართულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია.

იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო პოეტია. 1238 წელს დაიბადა ესქიშეჰირში და 1321 წელს ამავე ქალაქში გარდაიცვალა. იუნუს ემრეს პოეზიას საფუძვლად უდევს თითოეული ადამიანის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შთაგონების წყარო სწორედ მისი ლექსებია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 25 მინიატურა. 2021 წელი იუნესკომ იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, იუნუს ემრეს წლად გამოაცხადა.

გამოფენის გახსნა: 30 ნოემბერი | 14:00 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 30 ნოემბერი - 11 დეკემბერი, 2021

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა #8.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.