მიშა სვანიძის ქანდაკება - პერფორმანსი ეროვნული გალერეის ეზოში

25 ნოემბერი 2021
Share

პროექტის „18 მხატვრის ინტერვენცია კულტურის სამინისტროში“ ფარგლებში შეიქმნა მხატვარ მიშა სვანიძის ქანდაკება. პროექტის იდეაა წარმოაჩინოს ინსტიტუციის პოზიცია და თანამედროვე ხელოვნების აქტუალურობის საკითხი.

გალერეაში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მიშა სვანიძის მიერ შექმნილ თანამედროვე ხელოვნების ობიექტს ბავშვები მოხატავენ. ავტორის იდეის მიხედვით, თითოეული ბავშვი, რომელიც მონაწილეობს პროექტში, ხდება მისი თანაავტორი. ბავშვების ჩართვა პირდაპირ უკავშირდება ავტორის კონცეფციას - თანამედროვე ხელოვნება - ყველასათვის.

17 მეტრი სიგრძის ქანდაკება დროებით განთავსდება ეროვნული გალერეის მიმდებარე ღია სივრცეში. კონსტრუქციაზე დამონტაჟებულ ქანდაკებაზე ბავშვები დაწერენ ან დახატავენ თავიანთ სურვილებს. 

ღონისძიება ჩატარდება 27 და 28 ნოემბერს, 14:00 საათზე
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11, ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორია (9 აპრილის ბაღი)