პროგრამა "კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა"

27 ოქტომბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას - „კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა".

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოზარდებს გააცნოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე საერთაშორისო ექსპოზიცია - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი". ტური მიმოიხილავს რომაული საცხოვრებელი არქიტექტურის თავისებურებასა და კედლის მხატვრობას.  

პომპეის ვილების მოხატულობები რომაული პერიოდის მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია. განსხვავებული თემატიკის, სტილისა და ტექნიკის მხატვრობა ამშვენებდა ვილების ინტერიერებსა და ეზოებს: მითოლოგიური, პეიზაჟური, არქიტექტურული, ალეგორიული და იუმორისტული ხასიათის მოტივები თუ სიუჟეტები, რომლებიც განსაკუთრებით ცოცხლად ასახავს 2000 წლის წინანდელი რომაული ქალაქის ცხოვრების სტილსა და იმდროინდელი მოქალაქეების გემოვნებას, რწმენა-წარმოდგენებს, სოციალურ მდგომარეობასა თუ მსოფლმხედველობას და მოგვითხრობს ქალაქური ყოფისა და ვილების მფლობელთა ცხოვრებაზე. გამოფენაზე არსებული ექსპონატები მოზარდებს დაეხმარება წარმოიდგინონ, თუ როგორი იყო დიდებული პომპეის სახე.

პროგრამა განკუთვნილია: 9-15 წლის მოსწავლეთათვის
პროგრამის ხანგრძლივობა: 40-60 წუთი
პროგრამის ღირებულება: მოსწავლის ბილეთი - 50 თეთრი
პროგრამას ჩაატარებს ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 907 334

გამოფენა და პროგრამა 8 ნოემბრამდე გრძელდება. ექსპოზიციის შესახებ ვრცლად    

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 3