ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021 - პროგრამა

15 მაისი 2021
Share

 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ტრადიციულად წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს

18-25 მაისს, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ მუზეუმებში გაიმართება კურატორის ტურები, საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და გაიხსნება დროებითი გამოფენები. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

 18 მაისი  

  • 10:00-დან 17:30 საათამდე ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია:

მუზეუმები თბილისში
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | შ. რუსთაველის გამზ. 3
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა | შ. რუსთაველის გამზ. 11
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა | სიონის ქ. 8
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი | კუს ტბის გზატკეცილი

მუზეუმები რეგიონებში
სვანეთის მუზეუმი | მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7
სიღნაღის მუზეუმი | სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 8
ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. 32
ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი | მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი | ფოთი, 26 მაისის ქ. 9
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი

19 მაისი

20 მაისი

  • წიგნის პრეზენტაცია - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“. ავტორები: ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი, ნინო კალანდაძე. | 16:00, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 

21 მაისი

22 მაისი

  • საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი (მუზეუმი ღიაა 10:00-დან 17:30 საათამდე)
  • National Geographic საქართველოს ფოტოკონკურსის „Yourshot საქართველო - ყველაფერი კავშირშია" დაჯილდოება - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

◆ 23 მაისი

  • საუბრები მუზეუმში: ენგური ლურსმულ ტექსტებში" ნინო სამსონია, აღმოსავლეთმცოდნე, ასირიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი | 14:00, სვანეთის მუზეუმის აუდიტორია   

24 მაისი

  • „ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ისტორია და კოლექციები“ - ელენე გაბლიანის ონლაინ ლექცია | 14:00
  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები“ - პროფესორ ოთარ ჯანელიძის ონლაინ ლექცია | 16:00

27 მაისიდან

  • გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთების გამოფენა - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (მუზეუმი ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე). 
     

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის. 
 

*1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, მუზეუმის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. წლევანდელი თემაა - “მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“. 

ეროვნული მუზეუმი ონლაინ:
facebook.com/gnmuseum
instagram.com/georgiannationalmuseum
youtube.com/NationalMuseumGe
twitter.com/MuseumGNM


#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021