გამოფენა ,,დროის გასაყარზე“
2016 წლის 17 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მხატვარ სალომე ჯიბლაძის პირველი პერსონალური გამოფენის ,,დროის გასაყარზე" გახსნაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილია, მხატვრის მიერ, სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, სადაც დროის, როგორც კონცეპტუალური ჩანაფიქრის ასპექტებია მოცემული.
ექსპოზიცია გააცნობს დამთვალიერებელს ხელოვანს, რომელიც დროისა და მისი საზღვრების თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერიაში გადმოგვცემს მხატვრულ აზრს.
გამოფენა ,,დროის გასაყარზე" 2016 წლის 20 ივნისამდე გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). სიონის ქუჩა, 8.