საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კიდევ ერთი მეგობარი შეემატა
18 თებერვალი 2016
2016 წელს კომპანია „ახალმა ნათებამ" საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში არსებულ საექსპოზიციო კარადებში შუქდიოდების განათების ახალი სისტემა დაამონტაჟა.
განათების ახალმა სისტემამ სრულიად სხვა სახით წარმოაჩინა საექსპოზიციო კარადებში გამოფენილი უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.