მუზეუმის კვირეული
16-21 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძვნილ კვირეულს.
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა.
16 მაისი 17:00 - პორტრეტის ხელოვნება (XVII - XX საუკუნეები) საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან - ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1
18 მაისი 18:00 - დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა -ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11
19 მაისი 12:00 - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები მუზეუმის ყველა დამთვალიერებლისათვის- ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზა 1
21 მაისი 18:00 - ოლესა თავაძის ნამუშევრების გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა საბავშვო წიგნის ილუსტრაცია" - თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ.8