,,იერუსალიმის წარსული და აწმყო”.
2013 წლის 8 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ისრაელის საელჩო საქართველოში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტის ინიციატივით წარმოადგენს ფოტოგამოფენას `იერუსალიმის წარსული და აწმყო".
იერუსალიმი უნიკალურად კონტრასტული ქალაქია, რომელიც ეროვნებათა და კულტურათათა მრავალფეროვნებით, სიძველისა და სიახლის სინთეზით გამოირჩევა.
ნახევარ მილიონიანი ქალაქში მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები - ქრისტიანები, მუსულმანები და ებრაელები. ისრაელი თავისი უძველესი კულტურული ტრადიციებით, მთელი მსოფლიოსათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 15 აპრილამდე.
მისამართი: სიონის #8, თბილისი ისტორიის მუზეუმი.