საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა
2012 წლის 1 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენას.
30 აპრილი ნიდერლანდების დედოფლის, მისი აღმატებულება ბეატრისის დაბადების დღეა. ეს დღე დედოფლის დღედაა გამოცხადებული. 1992 წლის 22 აპრილს კი ნიდერლანდების სამეფომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკასთან და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და კულტურულ ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად წარმოდგენილი გამოფენა ამ ორ თარიღს ეძღვნება. გამოფენისთვის შეირჩა XVII-XIX საუკუნეების ჰოლანდიური ფერწერის 22 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საცავებიდან, რომლებიც სამუზეუმო კოლექციის საგანძურია.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჰოლანდიური ფერწერის თითქმის ყველა ჟანრი. პეიზაჟი, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჰოლანდიაში XVII საუკუნეში ჩაისახა. ჰოლანდიელი მხატვრები ინტერესდებიან დღის სხვადასხვა მონაკვეთის ან წელიწადის დროთათვის დამახასიათებელი შუქჩრდილების ეფექტებით. თქვენ გაეცნობით ტიპურ ჰოლანდიურ პეიზაჟებს, აგრეთვე დიდ ხელოვანთა - იაკობ რუისდალის (1628-1682), Aადრიან ვან დერ ველდესა (1636-1672) და იან ბატისტ ვენიქსის (1640/1642-1719 სკანდინავიურსა და იტალიზებულ პეიზაჟებს.
მისამართი: რუსთაველის გამზირი 3.