საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე” II (47-B)
საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე" II (47-B)
საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია
გამოდის 1920 წლიდან
საზოგადოებრივ მეცნიერებათა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის წინამდებარე ტომი წარმოადგენს საქართველოს მუზეუმის მოამბის (1920-1935 წწ), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია _B, 1936-1944 წწ) და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბის (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია B, 1947-2004 წწ) ტრადიციული, სერიული გამოცემების გაგრძელებას საზოგადოებრივი მეცნიერების მიმართულებით.
ტომში წარმოდგენილია ნაშრომები ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და ისტორიული ანთროპოლოგიის შესახებ, რომლებშიც ქართული, აგრეთვე კავკასიური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული.
ტომს ერთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2011 წლის ქრონიკა.
სარედაქციო კოლეგია: დავით ლორთქიფანიძე, ზურაბ თვალჭრელიძე, ნოდარ ბახტაძე, თეიმურაზ ბერიძე, ნანა ბურჭულაძე, იულონ გაგოშიძე, დარეჯან კაჭარავა, გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ელდარ ნადირაძე, ზაზა სხირტლაძე, ნოდარ შოშიტაშვილი, მედეა წოწელია, ოთარ ჯაფარიძე.
სარეცენზიო საბჭო: დიმიტრი ახვლედიანი, როზეტა გუჯეჯიანი, რუსუდან დოლაბერიძე, თამილა კაპანაძე, დავით ლომიტაშვილი, გიორგი მახარაძე, თემურ შარიქაძე, ნინო ჩიხლაძე, გურამ ჩხაიძე, მინდია ჯალაბაძე.
რედაქტორი: ზურაბ თვალჭრელიძე
პასუხისმგებელი მდივანი: მედეა წოწელია
კორექტორ-ლიტერატურული რედაქტორი: ნინო ნადარაია
ინგლისური თარგმანი: მედეა წოწელია
ტექნიკური მდივანი: ნინო დათუნაშვილი
კომპიუტერული გრაფიკა, დიზაინი: ვერა ფხაკაძე, ირაკლი ხუციშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი
დაიბეჭდა შპს "ფავორიტი პრინტში"
ISSN 1512-1895
© საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2011