პრესრელიზები

09 სექტემბერი 2021

ოროზმანის ძეგლი - აფრიკის კონტინენტის გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.
19 აგვისტო 2021

ზარზმის ფერისცვალების ხატი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მთელს საქრისტიანოში ყველაზე ადრეული, პორტატული ხატი ფერისცვალების დღესასწაულის გამოსახულებით, რომლის შესახებ მოთხრობილია ღირსი მამის, სერაპიონ ზარზმელის „ცხორებაში". მასში აღწერილია თუ როგორ მოძებნა მამა სერაპიონმა ტაო-კლარჯული წარმომავლობის, სწორედ ამ, სასწაულთმოქმედი ხატის შეწევნით შესაფერი ადგილი ზარზმაში ტაძრის აგებისა და მონასტრის დაფუძნებისთვის.  
05 აგვისტო 2021

კურატორის ტური: „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი"

8 აგვისტოს, 13:00 საათზე, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ფარგლებში, გთავაზობთ კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე. 
03 აგვისტო 2021

დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე, პრეისტორიული გარეული ძაღლიც აღმოაჩინეს

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოში, დმანისში, 1,8 მილიონი წლის ძეგლზე აღმოჩენილი კბილისა და ყბის ფრაგმენტების შესახებ, რომლებიც ძაღლისებრთა გადაშენებულ სახეობას — ევრაზიულ მონადირე ძაღლს ეკუთვნის. ეს ამ სახეობის უძველესი ნიმუშია აქამდე აღმოჩენილ განამარხებულ ნაშთებს შორის.
26 ივლისი 2021

ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრების გამოფენა „დროება"

თბილისის ისტორიის მუზეუმი, 30 ივლისიდან წარმოგიდგენთ ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრების გამოფენას „დროება".
21 ივლისი 2021

საწურბლიას მღვიმის ნიადაგში 25 000 წლის წინანდელი ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაიშიფრა

საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology“ გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა“  (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში (დას. საქართველო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა “shotgun” მეთოდით.
21 ივლისი 2021

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის საჩუქარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

2021 წლის 20 ივლისს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებული ქსოვილი.
19 ივლისი 2021

მაია პატარიძის ლექციას - „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“

20 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერი, ნუმიზმატი მაია პატარიძე გამართავს საჯარო ლექციას - „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“.
16 ივლისი 2021

პომპეი და ვანი - ნინო ლორთქიფანიძის ტური

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ფარგლებში, გთავაზობთ კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.
14 ივლისი 2021

სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი

18 ივლისიდან, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უმასპინძლებს გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
09 ივლისი 2021

არქეოლოგიური აღმოჩენები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდის მიერ, პროფესორ გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით, ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარი გამოვლინდა.
06 ივლისი 2021

საუბრები ეროვნულ გალერეაში: „იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი"

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი - „საუბრები ეროვნულ გალერეაში". მომდევნო შეხვედრა გაიმართება 10 ივლისს, 13:00 საათზე, თემაზე - „იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი".