პრესრელიზები

25 ოქტომბერი 2021

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი და ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ირაკლი ფარჯიანის (1950 -1991) ნამუშევრების გამოფენას, ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) განახლებულ მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად.
25 ოქტომბერი 2021

გამოფენა „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“

28 ოქტომბრიდან საქართველოში იტალიის საელჩო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“.
19 ოქტომბერი 2021

სამკაული პომპეიდან და იბერიული ოქრომჭედლობა - ნინო ლორთქიფანიძის ლექცია-ტური

22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ანტიკური კულტურის მკვლევართან, არქეოლოგ ნინო ლორთქიფანიძესთან.
19 ოქტომბერი 2021

საბუკო მუზეუმში: ფრინველების მიგრაცია

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "საბუკო" და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ფრინველების მიგრაცია".
18 ოქტომბერი 2021

გამოფენა „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება"

5 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი წარმოგიდგენთ ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენას „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება".    
11 ოქტომბერი 2021

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“

პომპეის საგანძურს ვანის შემდეგ თბილისი მასპინძლობს. 13 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში იტალიის საელჩო გიწვევთ პომპეის საგანძურის გამოფენაზე ახლა უკვე თბილისში. ექსპოზიციაზე „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი" წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.   
06 ოქტომბერი 2021

„FÜR ALEKO“ - გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „FÜR ALEKO“ (ალეკოსთვის). ექსპოზიცია ეძღვნება გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის – ალექსანდრე-ალეკო ადამიას ხსოვნას.
04 ოქტომბერი 2021

"ასჯერ დაეცა თბილისი და..." - ციკო ჯანყარაშვილის ტური

8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ ფარგლებში, გაიმართება მეორე შეხვედრა  გამოფენის თანაკურატორთან, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილთან.
27 სექტემბერი 2021

TRIPTYCHOS - ლევან სონღულაშვილის გამოფენა

8 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ხელოვან ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ პერსონალურ გამოფენაზე - “Triptychos” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციებს, ფერწერასა და საუნდს. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის. 
20 სექტემბერი 2021

"ასჯერ დაეცა თბილისი და..." - ციკო ჯანყარაშვილის ტური

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ ფარგლებში, გაიმართება კურატორის ტური, რომელსაც გაუძღვება გამოფენის თანაკურატორი, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილი.
16 სექტემბერი 2021

ოთარ ჯაფარიძე 100

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოჩენილ არქეოლოგს - აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძეს იხსენებს, რომელსაც დღეს, 16 სექტემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.
14 სექტემბერი 2021

საბუკო მუზეუმში: ფრინველების მიგრაცია

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, "საბუკო" და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ფრინველების მიგრაცია".