პრესრელიზები

04 თებერვალი 2022

საბუკო მუზეუმში: ჭარბტენიანი ტერიტორიები

5 თებერვალს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მორიგ საგანმანათლებლო პროგრამას. 
04 თებერვალი 2022

ორმხრივპროტომიანი ზოომორფული ფიგურა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების განყოფილების დასავლეთ საქართველოს ფონდის, ნოქალაქევის კოლექციიდან წარმოგიდგენთ ორმხრივპროტომიან ზოომორფულ ფიგურას, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.    
31 იანვარი 2022

ეროვნული მუზეუმის გამარჯვებული პროექტები ფუდამენტური კვლევების კონკურსში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა მიერ მომზადებულმა ცამეტმა სამეცნიერო პროექტმა მოიპოვა გრანტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში.    
30 იანვარი 2022

მთის ბროლის დრუზა ყაზბეგიდან

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგიური კოლექციების ერთ-ერთი უძველესი ექსპონატია მთის ბროლის დრუზა ყაზბეგიდან. 
30 იანვარი 2022

დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა - სტატია ჟურნალში "Journal of Human Evolution"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალში „Journal of Human Evolution" გამოქვეყნდა სტატია „დმანისის დიდი ზომის ძუძუმწოვართა ასამბლეის ზოოგეოგრაფიული მნიშვნელობა".       
20 იანვარი 2022

აფროდიტეს ჩუმითქმა

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი 23 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახალ ნამუშევარს „აფროდიტეს ჩუმითქმა“ წარადგენს და 25 იანვარს გამართავს ვორქშოფს თემაზე „ფიზიკური თეატრი, მედიტაცია და პერფორმანსი“.
20 იანვარი 2022

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდმა ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის შემსწავლელმა კვლევითმა ჯგუფმა, პალეოანთროპოლოგიისა და ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის, ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა. 
10 იანვარი 2022

მონეტა ფოკეადან

წარმოგიდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კლასიკური მონეტების ფონდის გამორჩეულ, ძალზე იშვიათ, ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ოქროს მონეტას - ჰექტა (1/6 სტატერი). მოჭრილია ძვ.წ. V-IV საუკუნების მიჯნაზე, ფოკეაში. წონა: 2,93 გრამი. ზომა: 12 მილიმეტრი. მონეტა საქრთველოს სახელმწიფო მუზეუმმა მემკვიდრეობით მიიღო კავკასიის მუზეუმისგან.
10 იანვარი 2022

კურატორის ტური: მხატვარი და ეპოქა - შალომ კობოშვილი 145

13 იანვარს, 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შალომ კობოშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ებრაული კულტურის და შალომ კობოშვილის შემოქმედების მკვლევართან, ლელა წიწუაშვილთან.    
10 იანვარი 2022

სოლიკო ვირსალაძე - რეტროსპექტული გამოფენა

14 იანვრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის (1909-1988) რეტროსპექტულ გამოფენას წარმოგიდგენთ.
03 იანვარი 2022

ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".    
30 დეკემბერი 2021

დავით IV აღმაშენებლის მონეტის გამოფენა

30 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენაზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.