თუშეთის დღე

28 ივნისი 2008 - 29 ივნისი 2008
Share

2008 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,თუშეთის დღე" აღინიშნება. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნის ფარდაგები. ასევე გამოფენილი იქნება XX საუკუნის დასაწყისის თუშეთის პეიზაჟებისა და ყოფის ამსახველი ფოტოები.

გარდა გამოფენისა გაიმართება თუშური ტრადიციული ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დამსწრე საზოდაგოებისათვის ჩატარდება ლუდის სმის ტრადიციული თუშური შეჯიბრი და ისრის სროლა ტრადიციული თუშური წესით. ბავშვებისათვის კი  გაიმართება ფარდაგების ქსოვის ვორქშოფი.  

ღონისძიების დასასრულს ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული თუშეთის თემატიკაზე 1960-70 წლებში გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყობა. 

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.