გიორგი წმინდას დარბაზული სახლი სრულად აღდგენილია

09 ივლისი 2010 - 10 ივლისი 2010

ა.წ. 9 ივლისს 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ"გიორგი წმინდას" აღდგენილი სახლის პრეზენტაცია.

გიორგი წმინდას დარბაზული სახლი 1974 წელს კახეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში იქნა გადმოტანილი. წლების განმავლობაში მას მრავალ მხრივი დაზიანება გაუჩნდა.

2007 წელს დაიწყო იუნესკოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ერთობლივი პროექტი "გ. ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაცია".

პროექტი ითვალისწინებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებზე, უძველესი ხელსაწყოებისა და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, გადაუდებელი დაცვითი და შემდგომ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.

პროექტის ფარგლებში მოხდა ძეგლის სრული წინა სარესტავრაციო ანალიზი, მომზადდა სახელოვნებათმცოდნეო, საინჟინრო და საარქივო კვლევა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა `იკომოს საქართველომ".

პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ექსპედიცია რეგიონებში. რესტავრაციის დროს გამოყენებული იქნა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის მემკვიდრეობა. სამუშაო განხორციელდა ტრადიციული ხელსაწყო-იარაღების გამოყენებით. ეთნოგრაფიული მუზეუმის 40-წლიანი არსებობის მანძილზე პირველად განხორციელდა, გვირგვინიან-ბანიანი საცხოვრებლის ტრადიციული გადახურვა-აღდგენა.