აფროდიტეს ჩუმითქმა

23 იანვარი 2022 - 25 იანვარი 2022
Share

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი 23 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახალ ნამუშევარს „აფროდიტეს ჩუმითქმა“ წარადგენს და 25 იანვარს გამართავს ვორქშოფს თემაზე „ფიზიკური თეატრი, მედიტაცია და პერფორმანსი“.

23 იანვარს 16:00-ზე გაიმართება პერფორმანსი „აფორიდეტს ჩუმითქმა“ კონცეფცია: მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობების კვლევით ახალ ნამუშევარს წარადგენს. პერფორმანსი აფროდიტეს ჩუმითქმა, ინტუიციის მაღალ სიხშირეზე მომართვით, შეგრძნებების ისეთ დიაპაზონს ქმნის, სადაც სხეული ფიზიკური ხილვადობის გარდა განდობის, დაფიქრების, თანაგანცდის შეპირისპირებულ ფორმაციებს სთავაზობს მნახველს. სხეული, როგორც ყველაზე ხილვადი და ამავდროულად, ყველაზე შენიღბული იარაღი, ადამიანური და ზეადამიანური კავშირების, ურთიერთდაპირისპირებული და თანხვედრილი განცდების ანატომიას ქმნის. პერფორმერთა ექსპრომტული დიალოგი იბადება ადგილზე და გადამდები ვიბრაციით, ტკივილის, შიშის, შფოთის, მარტოობის ზღვარზე, წინააღმდეგობებს შორის, აღვიძებს ფარულ შთაგონებას, მისწრაფებას, თავისუფალ ძალას - ნებისა და სიყვარულის მინდობას.

წინააღმდეგობა და პოეზია - სიყვარული და სურვილი - მე და შენ - მუდმივობა და დროებითობა - მათ შორის არსებული დიალექტიკა - ციკლურ დინამიკაში ახალი მნიშვნელობებით და დროისმიღმიერი რწმენებით ვლინდება - შიგნით და გარეთ - მიღმა და უკან - შორს და ახლოს - ეროსი გამოჩნდა...

კონცეფცია და დადგმა: მარიამ შერგელაშვილი, დავით ჩიხლაძე
მონაწილეები: გვანცა აგირბა, თინა ელბაქიძე, თამა კვანტალიანი, ლიზა კვანტალიანი, ლაკო მაჭავარიანი, ქეთო ტატიშვილი, ნიკა შანავა, მარიამ შერგელაშვილი
საუნდი: მარიამ შერგელაშვილი
სასცენო გრიმი: თამა კვანტალიანი
ფილმი: ივა ჩიტიძე

საჯარო პროგრამის ფარგლებში 25 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დავით ჩიხლაძესთან. დაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის სამუშაო სტრუქტურას და გაიმართება ინტერაქციული ვორქშოფი თემაზე „ფიზიკური თეატრი, მედიტაცია და პერფორმანსი“.

განსაკუთრებული მადლობა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლა) მხარდაჭერისთვის.
მადლობა პარტნიორობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8