„სამხედრო დიდების ტაძრიდან ეროვნულ გალერეამდე“ - ეკა კიკნაძის ტური

09 ივნისი 2021 - 09 ივნისი 2021
Share

9 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური - „სამხედრო დიდების ტაძრიდან ეროვნულ გალერეამდე“, რომელსაც გაუძღვება ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე.

ტურის ფარგლებში საუბარი იქნება ეროვნული გალერეის დაარსებაზე, ადამიანებსა და მოვლენებზე, რომლებმაც მისი 100-წლიანი ისტორია შექმნეს; ეროვნული გალერეის რენოვაციაზე, შენობის არქიტექტურასა და გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე.

ტური ეძღვნება ეროვნული გალერეის დაარსებიდან 101 და მისი რენოვაციიდან 10 წლის იუბილეს.

ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

*დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).

დასწრება თავისუფალია!