BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტრეკლასს უმასპინძლებენ

30 ნოემბერი -0001
Share

 

ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართვავს. მასტერკლასი სახელწოდებით „A Digital Experience with Art&Culture”  ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 18 მაისს გაიმართება.

მასტერკლასის მიზანია უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადდეს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელიდან, სხვადასხვა გალერეებიდან, კომპანიები ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროდან. კულტურის ტექნოლოგიების მიმართულება მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირებას სამუზეუმო და სხვა კულტურულ სფეროებში.

და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც კომპანიამ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.

Centrica-ს მასტერკლასი „A Digital Experience with Art&Culture’’ საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება.

 ღონისძიებაზე მსურველთა დასწრება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციით.