მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი - შეხვედრა გამოფენის კურატორთან

12 სექტემბერი 2020 - 12 სექტემბერი 2020
Share

12 სექტემბერს, 16:00 საათზე, გამოფენის „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი" დახურვასთან დაკავშირებით, ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართება შეხვედრა გამოფენის კურატორთან, ხელოვნების ისტორიკოს - ნანა ყიფიანთან, რომელიც ისაუბრებს იოსებ გაბაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, როგორც XX საუკუნის კონტექსტის გათვალისწინებით, ისე თანამედროვე ეპოქის ჭრილში; ასევე, საექსპოზიციო სივრცის კონცეპტუალურ გადაწყვეტაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი და გვარი შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@propaganda.network არაუგვიანეს 11 სექტემბრისა (15:00 საათი).

ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, შეხვედრაზე დასწრებას შეძლებს 20 ადამიანი. პირველი 20 მსურველი დასწრებაზე დასტურს მიიღებს 11 სექტემბერს, 18:00 საათზე.

პროექტი განხორციელდა სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network-ის მიერ. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და  თიბისი.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შ. რუსთაველის გამზ. 11