„ძმები ზდანევიჩები 1892/4-1921. პოლონური კვალი ქართულ ავანგარდში“ - წიგნის პრეზენტაცია

14 დეკემბერი 2019 - 14 დეკემბერი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ქეთევან კინწურაშვილის წიგნის ძმები ზდანევიჩები 1892/4-1921. პოლონური კვალი ქართულ ავანგარდშიპრეზენტაციას.

წიგნი ეძღვნება კირილე და ილია ზდანევიჩების ცხოვრებასა და შემოქმედებას მათი დაბადებიდან იმ ეტაპამდე, როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ კონსტანტინოპოლში. უფროსი ძმა თბილისში დაბრუნდა, ხოლო უმცროსი - პარიზში გაემგზავრა. წიგნში ასახულია ხელოვანების ცხოვრება, სწავლა და მოღვაწეობა 1892-1921 წლებში; გამოკვეთილია მათი როლი საქართველოში ავანგარდული ხელოვნების და ლიტერატურის განვითარებაში და მათი მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით.

წიგნი გამოიცა 2019 წელს, პოლონეთის სახალხო ფონდის და საქართველოში პოლონური ინსტიტუტის ხელშეწყობით. წიგნი დაიბეჭდა პოლონეთში, ლუბლინას სტამბაში "Akapit".  

წიგნის ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი და მხატვარი-დიზაინერი დავით ჯანიაშვილი.

წიგნის პრეზენტაცია: 14 დეკემბერი, 2019 | 16:00
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11